მინოტი მინოტი — იტალიური კომპანია, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო დონეზე და ქმნის უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე დიზაინის ავეჯს. ის აერთიანებს კლასიკურ და თანამედროვე სტილს როგორც საცხოვრებელი, ისე სასტუმრო სივრცეებისთვის.
Cattelan Italia Cattelan Italia არის იტალიური ავეჯის კომპანია, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია თამამი დიზაინით, ინოვაციური მასალებითა და დახვეწილი შესრულებით, კომპანია გთავაზობთ თანამედროვე ავეჯს სასადილო, მისაღები და საძინებლის სივრცეებისთვის.
Molteni&C Molteni&C — წამყვანი იტალიური ავეჯის კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო დონეზეა აღიარებული დახვეწილი თანამედროვე დიზაინით, ინოვაციებითა და ოსტატობით. ის ასახავს „Made in Italy“-ის უმაღლეს სტანდარტს პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და კომერციული ავეჯის წარმოებაში და თანამშრომლობს ცნობილ დიზაინერებთან და არქიტექტორებთან.
Eforma Eforma — იტალიური ავეჯის ბრენდია, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი თანამედროვე დიზაინითა და უმაღლესი ხარისხის შესრულებით. ბრენდი ქმნის ელეგანტურ და ინდივიდუალურ ავეჯს სასადილო, მისაღები და სამუშაო სივრცეებისთვის, რომელიც ასახავს ავთენტური „Made in Italy“-ს ღირებულებებს.
Nicoline Italia Nicoline Italia — პრესტიჟული იტალიური კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია მაღალი ხარისხის დივანებისა და რბილი ავეჯის წარმოებაში. ის აერთიანებს დახვეწილ დიზაინს, კომფორტს და პროფესიონალურ შესრულებას, რათა შექმნას „Made in Italy“ - ის შესაბამისი სტანდარტის ავეჯი თანამედროვე საცხოვრებელი სივრცეებისთვის.
Pregno Pregno — პრემიუმ კლასის იტალიური ავეჯის კომპანია, რომელიც ცნობილია ელეგანტურობით, დახვეწილი დეტალებითა და დიზაინით. ის ქმნის უნიკალურ ინტერიერებს, სადაც ერთმანეთს ერწყმის კლასიკური შთაგონება თანამედროვე ხედვა — ყველაფერი სრულად იტალიაშია დამზადებული, როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული სივრცეებისთვის.
Arte Brotto Arte Brotto— იტალიური კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია ხელით დამზადებულ ავეჯსა და დეკორატიულ ნივთებში. ავეჯის დასამზადებლად იყენებს გადამუშავებულ ღვინის კასრებს. ბრენდი აერთიანებს, ტრადიციას და ხელოვნებას, რათა შექმნას უნიკალური ნამუშევრები, რომლებიც ასახავენ იტალიური მეღვინეობის კულტურასა და დიზაინს.
Ulivi Salotti Ulivi Salotti — იტალიური ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც გამოირჩევა მდიდრული მასალების გამოყენებით — განსაკუთრებით დახვეწილი ტყავითა და ბუნებრივი ხით. ბრენდი ქმნის ელეგანტურ, ხელით დამზადებულ დივნებსა და ავეჯს, რომელიც ასახავს იტალიური დიზაინის ხარისხსა და ტრადიციას.
Black Tie Black Tie არის პრემიუმ კლასის იტალიური ავეჯის ბრენდი, რომელიც აერთიანებს ელეგანტურ დიზაინს, მაღალი ხარისხის მასალებსა და ხელოვნურ ოსტატობას. ბრენდის კოლექციები იტალიური სტილით შექმნილი კლასიკური და თანამედროვე სტილის იდეალურ შერწყმას გვთავაზობს.
Tosconova Tosconova — იტალიური ავეჯის პრემიუმ ბრენდია, რომელიც ტოსკანური ხელოვნებისა და თანამედროვე დიზაინის შერწყმით ქმნის უნიკალურ კოლექციებს. ბრენდი გამოირჩევა მაღალი ხარისხის მასალებით, დეტალების მიმართ ყურადღებითა და ინტერიერის სრულყოფისადმი ინდივიდუალური მიდგომით. Tosconova-ს კოლექციები აერთიანებს ელეგანტურ ესთეტიკას და ფუნქციურ კომფორტს, იდეალურია როგორც რეზიდენციული, ისე სასტუმროს ტიპის სივრცეებისთვის.
Petite Friture Petite Friture — ფრანგული დიზაინ სტუდია და ავეჯის ბრენდი, რომელიც ქმნის ორიგინალურ, თანამედროვე და პოეტურ ობიექტებს, რომლებსაც აქვთ საკუთარი ხასიათი და ისტორია. ბრენდის ნამუშევრები გამოირჩევა მსუბუქი იუმორით, გრაფიკული სტილითა და მაღალი ხარისხის დიზაინით. Petite Friture თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ არქიტექტორებსა და დიზაინერებთან, რათა ინტერიერს შემატოს ინდივიდუალიზმი.
Turri იტალიური ლუქს კლასის ავეჯის ბრენდი, რომელიც 1925 წლიდან განასახიერებს ელეგანტურობის, ტრადიციისა და ინოვაციის უნიკალურ სინთეზს. Turri ქმნის ექსკლუზიურ ინტერიერის კოლექციებს, სადაც თითოეული ელემენტი გამოირჩევა ხელნაკეთი დეტალებით, მაღალი ხარისხის მასალებითა და დახვეწილი ესთეტიკით. მათი დიზაინი იდეალურია მათთვის, ვინც აფასებს კლასიკური სტილის თანამედროვედ ინტერპრეტირებულ ფორმებს, ინტერიერის ჰარმონიასა და ინტერნაციონალურ სიმდიდრეს.
Horm იტალიური დიზაინის ბრენდი, რომელიც აერთიანებს არქიტექტურულ ხედვას, ინოვაციურ ტექნოლოგიასა და ხელოვნების ელემენტებს. Horm-ის ავეჯი გამოირჩევა სკულპტურული ფორმებით, ფუნქციური ელეგანტურობითა და მინიმალისტური ესთეტიკით. ბრენდი თანამშრომლობს წამყვან დიზაინერებთან და არქიტექტორებთან, რათა შექმნას ინტერიერის უნიკალური გადაწყვეტილებები როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული სივრცეებისთვის. Horm წარმოადგენს მოდერნისტული დიზაინის დახვეწილ ინტერპრეტაციას, სადაც ხარისხი და იდეა ერთიანდება.
Ghidini 1961 იტალიური პრემიუმ დიზაინის ბრენდია, რომელიც სპეციალიზებულია ლუქს კლასის ავეჯსა და აქსესუარებში. ბრენდი აერთიანებს ინოვაციურ დიზაინს, ოსტატობასა და ლითონის დამუშავების მრავალწლოვან გამოცდილებას. Ghidini 1961-ის კოლექციები შექმნილია მსოფლიო დონის დიზაინერებთან თანამშრომლობით და გამოირჩევა დახვეწილი ფორმებით, ფუფუნების ელემენტებითა და ექსკლუზიური მასალების გამოყენებით. მათი პროდუქცია იდეალურია თანამედროვე ინტერიერისთვის, რომელიც საჭიროებს ელეგანტურ დეტალებს და არტისტულ შტრიხს.
Daytona თანამედროვე იტალიური პრემიუმ დიზაინის ბრენდი, რომელიც აერთიანებს არტდეკოს შთაგონებას, თანამედროვე ესთეტიკას და უმაღლესი ხარისხის მასალებს. ბრენდის კოლექციები გამოირჩევა ელეგანტური ხაზებით, დახვეწილი ფერებითა და მდიდრული ტექსტურებით. Daytona-ს თითოეული ავეჯის ნიმუში იტალიური ხელოსნობისა და დიზაინის სინთეზს წარმოადგენს, შექმნილია მათთვის, ვინც აფასებს სილამაზეს, სტილსა და ექსკლუზიურობას როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ სივრცეში.
Longhi იტალიური პრემიუმ კლასის ავეჯის ბრენდია, რომელიც კლასიკური ელეგანტურობასა და თანამედროვე დიზაინის ტენდენციების ნაზავია. Longhi-ს კოლექციები გამოირჩევა დახვეწილი მასალებით, ხელოსნური ოსტატობითა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით. ბრენდის ავეჯი და დეკორატიული ელემენტები ქმნის დახვეწილ და ჰარმონიულ სივრცეებს, სადაც დიზაინი პასუხობს როგორც ესთეტიკურ, ისე ფუნქციურ მოთხოვნებს. Longhi წარმოადგენს იტალიური სტილის ჭეშმარიტ სახეს.
Berto Salotti იტალიური ხელნაკეთი ავეჯის ბრენდია, რომელიც გამოირჩევა ტრადიციული ოსტატობით, ხარისხისადმი ერთგულებითა და თანამედროვე დიზაინის ინტერპრეტაციით. ბრენდი ქმნის ექსკლუზიურ დივანებს, სავარძლებსა და საწოლებს, სადაც კომფორტი და ესთეტიკა ერთიანდება. Berto Salotti ყურადღებას ამახვილებს პერსონალიზაციასა და კლიენტთან თანამშრომლობის უნიკალურ მოდელზე, თითოეული ნამუშევარი იქმნება ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე. ეს არის „Made in Italy“ ხელოსნობის ცოცხალი მაგალითი თანამედროვე ინტერიერისთვის.
Arketipo Firenze ფლორენციაში დაარსებული იტალიური ავეჯის ბრენდია, რომელიც დიზაინის, არქიტექტურისა და მოდის შერწყმით ქმნის ავანგარდულ და დახვეწილ კოლექციებს. ბრენდის ყოველი პროექტი გამოირჩევა სტრუქტურულ სიმარტივესა და დეტალების სიმდიდრეს შორის იდეალური ბალანსით. Arketipo თანამშრომლობს საერთაშორისო დონის დიზაინერებთან და ქმნის ავეჯს, რომელიც არა მხოლოდ ფუნქციურია, არამედ ახდენს ემოციურ ზემოქმედებას და აქცევს ინტერიერს გამორჩეულ სივრცედ.