რატომDesign Avenue

ჩვენი კრეატიული პროცესი ნებისმიერ პროექტზე საუკეთესო ხარისხის მისაღებად 6 ძირითადი საფეხურისაგან შედგება:
ჩვენ გვჯერა, რომ მომხმარებელთან ახლო კომუნიკაცია წარმატების ფორმულის ნაწილია.

ჩვენი გუნდი

არქიტექტორი

დავით ქოიავა

1993 წლიდან, შთამბეჭდავი პორტფოლიოთი და მრავალფეროვანი დიზაინერული უნარებით, დავითის მიზანია იპოვოს კრეატიული და განსხვავებული გზები არქიტექტურის მეშვეობით ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

პროექტის მენეჯერი

დავით ალექსიძე

12 წლიანი გამოცდილება მას ექსპერტის ტიტულს სძენს, როდესაც საქმე გუნდის გაერთიანებასა და შეუდარებელი შედეგების მიღწევას ეხება.

ინტერიერის დიზაინერი

მარიამ ჯოჯუა

მილანში „Istituto Marangoni“-ში სწავლის შემდეგ, მის მიერ შექმნილი სივრცეები მათი ინოვაციურობით, სითამამითა და ამავდროულად ელეგანტურობით გამოირჩევა.

3D ვიზუალიზატორი

დავით ღვინეფაძე

ღიად მოაზროვნე მიდგომითა და გამორჩეული პროფესიონალიზმით, დავითი თქვენს პროექტს რეალობად აქცევს.

ჩვენი სერვისი

ინტერიერის დიზაინი

ჩვენ ვარჩევთ ავეჯსა და აქსესუარებს, მასალებსა და ფერთა გამას განსხვავებული საცხოვრებელი სივრცეების შესაქმნელად, რომელიც თქვენი გემოვნებისა და საჭიროებების იდეალური ნაზავი იქნება. ჩვენი დიზაინერები შესაფერის და ფუნქციონალურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რათა ინტერიერი მაქსიმალურად მოერგოს თქვენს პიროვნებას. ჩვენ მხოლოდ ექსკლუზიურ იტალიურ და საერთაშორისო წამყვან ბრენდებთან ვთანამშრომლობთ.

არქიტექტურა

„Design Avenue„-ს სტუდია სრულ არქიტექტურულ მომსახურებას გთავაზობთ. ჩვენ ვაფასებთ კლიენტის ჩართულობას დიზაინის პროცესში, რომელიც ხელს უწყობს საბოლოო მიზნების მიღწევას. კონცეპტუალური დიზაინის, 3D მოდელირებისა და სპეციალიზებული კონსულტაციების მეშვეობით, „Design Avenue„-ს სტუდია შთამბეჭდავ პროექტებს ქმნის.

კონტრაქტი

წლების მანძილზე ჩვენ წარმატებით ვაწვდით ჩვენს პროდუქციის უამრავ კომპანიას, როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული პროექტებისთვის. ჩვენი საკონტრაქტო პორტფოლიო მოიცავს ოფისებს, სასტუმროებს, რესტორნებს, და ა.შ პროექტებს. ასევე ვზრუნავთ ლოჯისტიკურ ასპექტებზე, იმპორტსა და მიტანაზე, აწყობასა და მომსახურებაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის ჩვენი კონტრაქტის განყოფილების შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

რას გთავაზობთ

„Design Avenue“-სთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ თქვენს გარშემო იქნება პროფესიონალთა გუნდი, რომელიც თქვენი მიზნების სინთეზს მოახდენს და მათ შთამბეჭდავ პროექტებად აქცევს. საუკეთესო იტალიურ და საერთაშორისო კომპანიებთან პარტნიორობით, ჩვენ შეგვიძლია პროდუქტების ფართო არჩევანი შემოგთავაზოთ. როგორც სრული სერვისის პროვაიდერი კომპანია, ჩვენ ვახდენთ პროექტის სრულ მენეჯმენტს და საბოლოოდ - კონცეფციიდან შესრულებამდე, ერთად.